Call Icon Burger Icon
Ka

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებ-გვერდი.

ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონებით. შესაძლოა, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში, კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ვებ-გვერდზე მითითებული გარკვეული ინფორმაციის გასაანალიზებლად, შესაძლოა დაგჭირდეთ შესაბამისი სფეროს სპეციალისტის კონსულტაცია. ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტები / მომსახურება რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.

ტერმინთა განმარტება

ამ წესებისა და პირობების მიზნებისათვის, ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- კომპანია / ჩვენ - შპს [*] (საიდენტიფიკაციო ნომერი: 0000);
- ადმინისტრაცია - კომპანია ან/და კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი / პირები;
- ვებ-გვერდი - [*];
- პერსონალური მონაცემი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემი;
- მომხმარებელი / თქვენ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით;
- პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- ქუქი-ფაილები - პატარა ფაილები, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე. ისინი ვებ-გვერდს ეხმარება დაიმახსოვროს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ვებ-გვერდის გამოყენების ენა და უკვე ვიზიტირებული გვერდები. ეს ინფორმაცია აადვილებს შემდგომ ვიზიტებს ვებ-გვერდზე.

ინფორმაციის სიზუსტე

კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია „როგორც არის" ("As Is") საწყისზე. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე.

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე / პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით კომპანიის შებოჭვის საფუძველს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.

კომპანია არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება / შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.

ვებ-გვერდის გამოყენება

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების მიერ მისი პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში), არ გააკეთოთ ინფორმაციის კოპირება და/ან არ გამოიყენოთ იგი კომერციული მიზნებისთვის, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობის გაცემა, წარმოადგენს კომპანიის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია / შინაარსი გამოიყენება პირადი მოხმარების ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება არ უნდა იწვევდეს არასწორი და/ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას.

დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება საკუთარი ან მესამე პირის პროდუქტის რეკლამირების, ინტერესის გაზრდის და შედარების მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ. ინფორმაციის აღნიშნული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთან, კომპანია თავად შეარჩევს ინფორმაციის გამოყენებაზე უფლებამოსილ პირს, ინფორმაციის განთავსების მოდელს და განთავსებული ინფორმაციის ფარგლებს. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეზღუდოს / აკრძალოს საკუთარი ინფორმაციის გამოყენება მესამე პირის მიერ.

ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) სასტიკად აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.

შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი შეიცავდეს წინამდებარე წესებისაგან და პირობებისაგან განსხვავებულ დანაწესებს. მათ შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დანაწესებს. ვებ-გვერდის გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო / თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება / ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას. ასევე გეკრძალებათ ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით. თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება კომპანიის ტექნიკური შეფერხების, ან კომპანიისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლება. კომპანიის ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.

კომპანიის საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებგვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).

აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის / შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების / სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად. წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის რომელიმე ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, კომპანიას ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო / საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის. ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიების სახელები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნის შესაბამის პირებს.

კონფიდენციალურობის დაცვა

კომაპნია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანი მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისათვის მიწოდების დროს. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისათვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე) კონფიდენციალური ინფორმაციის კომპანიისათვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კომპანიის უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიისათვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან ვებგვერდის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კომპანიის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ 6 ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისათვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.

ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები

კომპანია უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე / ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ-გვერდებზე ბმულებს, რომლებიც არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ვებ-გვერდებზე განთავსებულ შინაარსზე.

ცვლილების განხორციელება

კომპანია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა / მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, [*] ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [*];