კომპანია ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, რათა თავიდან იქნას აცილებული
ნებისმიერი სახის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება, არასწორად /
არამიზნობრივად გამოყენება და ხელმისაწვდომობა სხვა, მესამე პირებისათვის, გარდა ამ წესებისა და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.
წინამდებარე დოკუმენტითა და პერსონალურ მონაცემთა / კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის
მეშვეობით, განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მიზნობრივად
გამოყენება. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პროცესში გათვალისწინებული
და დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტები, რომელთა დაცვაც
აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შეგროვებისა თუ შენახვის პროცესში.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა პირობები შესაძლებელია განახლებულ იქნას ეტაპობრივად, რის
თაობაზეც მომხმარებელს ეცნობება ვებ-გვერდზე გამოქვეყნების საშუალებით. ამ მიზნით, მიზანშეწონილია,
მომხმარებელი პერიოდულად ეცნობოდეს ცვლილებებს, ვინაიდან ასეთი ცვლილება ძალაში შევა მისი ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისთანავე და ამ დღიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად; გამოქვეყნებისთანავე
წესები და პირობები შედის ძალაში თითოეული მომხმარებლისათვის, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი
გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტს თუ არა;
კომპანია ახორციელებს მომხმარებლის თანხმობით პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას.
მომხმარებლის ნებართვით, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა: შეაგროვოს და დაამუშავოს შემდეგი მონაცემები:
სახელი და გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.
მომხმარებელს ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს უკუკავშირი კომპანიისგან,
ამისათვის მან უნდა შეავსოს შესაბამის ველში პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი), აღნიშნული ველის შევსების შემთხვევაში მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ
კომპანიამ დაამუშავოს / შეაგროვოს / შეინახოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. ამასთან, აცხადებს
8
თანხმობას, რომ მიუვიდეს სარეკლამო შეტყობინება, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და
ტელეფონის ნომერზე (პირდაპირი მარკეტინგი).
ყოველგვარი არასწორი ინტერპრეტაციის გამორიცხვის მიზნით, ვებ-გვერდზე სტუმრობა წარმოადგენს
პერსონალური მონაცემის დამუშავებასა და შენახვაზე თქვენს მიერ გამოთქმულ თანხმას;
უკუკავშირის მოთხოვნის განაცხადის შევსებისას მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი
ინფორმაციისა და მონაცემების სისწორეზე, სისრულეზე და არასრული / არასწორი ინფორმაციის მიწოდებით
გამოწვეულ შედეგებზე (მათ შორის მესამე პირების მიმართ) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება
მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შედეგად
დადგება კომპანიის პასუხისმგებლობა, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლისაგან ზიანის
ანაზღაურება.
მომხმარებელი, რომელიც კომპანიას მიაწვდის პერსონალურ მონაცემებს, აქვს უფლება შეცვალოს და წაშალოს
აღნიშნული ინფორმაცია, ასევე აქვს უფლება გააუქმოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება. პერიოდი,
რითაც ხდება პერსონალური მონაცემების შენახვა: პერსონალური მონაცემების გამოყენება ხდება ვებ-გვერდის
მთავარი აქტივობის განხორციელების ვადით.
- ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი
და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებ-გვერდის
საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
- დაიცავთ ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
- წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან
კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებას და სხვა მომხმარებლის
პირადი გვერდის მართვას.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართულ
ფუნქციონირებას.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების
პირობებით.
- არ გამოიყენებთ სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის
საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით კომპანია სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ,
სახელით და ელ. ფოსტის მისამართით / ტელეფონის ნომრით.
კომპანია უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
მომხმარებელი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა კომპანიისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი
მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, კომპანია შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი
მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს კომპანიას
შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
კომპანია იყენებს ქუქი-ფაილებს ვებ-გვერდის შინაარსის სწორად გამოსაჩენად და ვებ-გვერდზე ძიების პროცესის გასამარტივებლად. ქუქი-ფაილების დახმარებით, ვებ-გვერდზე ძიების პროცესი გაცილებით უფრო კომფორტულია. შეგროვებული მონაცემების მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს იმ სახელმწიფო ორგანიზაციების კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც აქვთ მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება.