“პარკ გეითის” პროექტს სამშენებლო კომპანია ატლანტი ახორციელებს. კომპანია რამდენიმე წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ სამშანებლო ბაზარზე და უკვე არაერთი საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტის ავტორი და შემსრულებელია. კომპანიიის მთავარი პრიორიტეტი დეტალებზე ორიენტირებულობაა, რაც ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობას ქმნის.

თითოეული პროექტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იქმნება და ხორციელდება, რისი გარანტიც არის როგორც კომპანიის პროფესიონალი გუნდის მიდგომები, ასევე მაღალკვალიფიციურ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

“ჩვენი მისიაა შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების წესის შესაბამისი და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება”

„პარკ გეითის” მშენებლობა დიდუბეში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტი 4 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია იზოლირებული, კეთილმოწყობილი ეზოს გაშენება მოსასვენებელი ზონით, საბავშვო მოედნითა და გამწვანებით.

„პარკ გეითის” მშენებლობას სამშენებლო კომპანია ატლანტის გუნდი ახორციელებს. კომპლექსის პროექტირებისას რეგულაციებით მოთხოვნილი ყველა პირობა დაცულია. ტერიტორიაზე ჩატარებულია გეოდეზიური კვლევები, შენობა-ნაგებობა სეისმომედეგია. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სრულ შესაბამისობაშია 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. კომპლექსის მშენებლობა მაღალი ხარისხის ენერგო ეფექტური მასალებით მიმდინარეობს.